Tuesday, June 6, 2017

სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი
გამოიყენეთ შემდეგი ცხრილი თქვენი პროექტის გეგმის ხარისხის შესამოწმებლად.
ზოგადი კითხვა
ღია, ფიქრის მაპროვოცირებელი კითხვა, რომელსაც ბევრი სწორი პასუხი შეიძლება ჰქონდეს
     
ფარავს საგნობრივი სტანდარტის მნიშვნელოვან ცნებებს
მოიცავს სხვადასხვა საგანს/თემას
საჭიროებს მაღალი დონის სააზროვნო უნარების გამოყენებას, პასუხის გაცემა შეუძლებელია მხოლოდ ფაქტების გახსენებით
დაწერილია მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე
განაპირობებს მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას და პასუხობს მათ საჭიროებებს/ინტერესებს
თემატური კითხვა(ები)
ღია ტიპის კითხვები, რომლებსაც ბევრი სწორი პასუხი შეიძლება ქონდეთ
     
საჭიროებს მაღალი დონის სააზროვნო უნარების გამოყენებას, პასუხის გაცემა შეუძლებელია მხოლოდ ფაქტების გახსენებით
აკმაყოფილებს საგნობრივ სტანდარტს
მოიცავს პროექტის ძირითად საკითხებს
შინაარსობრივი კითხვები
მოითხოვს ზუსტ და კონკრეტულ პასუხებს
     
ხელს უწყობს ზოგად და თემატურ შეკითხვებზე პასუხის გაცემას
პირდაპირ პასუხობს მიზნებს და საგნობრივ სტანდარტებს
დასახული სტანდარტები
იძლევა პროექტის შესაბამისი პროცედურების შერჩევის საშუალებას
     
იძლევა შეფასების შესაძლებლობას
პროექტზე მუშაობისას ყველა შედეგი მიიღწევა
მიზნები
კონკრეტულად აღწერს არა მხოლოდ იმას თუ რას გააკეთებენ მოსწავლეები, არამედ იმას თუ რას შეისწავლიან ისინი
     
შეიძლება მათი შეფასება
მოითხოვს შინაარსის სიღრმისეულ გააზრებას
აერთიანებს შინაარსსა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს
შეფასების გეგმა და შეფასების ფორმები
მოიცავს ფორმალურ და არაფორმალურ სტრატეგიებს
     
გამოიყენება მიმდინარე შეფასების ფორმები პროექტზე მუშაობის განმავლობაში
აფასებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს
აფასებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს
მოიცავს თვითშეფასებასა და ურთიერთშეფასებას

აფასებს შემდეგ ასპექტებს:

მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა

თვითრეგულირებადი მუშაობისა და თანამშრომლობის წახალისება

პროგრესის მონიტორინგი

გაგების და მეტაკოგნიტური აზროვნების შემოწმება

გაგების და უნარ-ჩვევის დემონსტრირება
ყურადღებას ამახვილებს შინაარსის შესწავლაზე
შეესაბამება თითოეულ სტანდარტს
შეესაბამება თითოეულ მიზანს
მოიცავს თემისთვის დამახასიათებელ კრიტერიუმებს
სასწავლო პროცედურები
აღწერილია თითოეული საფეხური და შესაბამისი აქტივობები პროექტის ყველა ეტაპისთვის
     

სასწავლო პროექტის დაწყებისას:

შემოიტანეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

განიხილეთ პროექტის სცენარი

განსაზღვრეთ წინარე ცოდნა მოსწავლეთა საჭიროებების კვლევის შეფასებით

ჩამოაყალიბეთ სასწავლო მიზნები

სასწავლო პროექტის მიმდინარეობისას:

დააკონკრეტეთ სასწავლო მიზნებისკენ პროგრესის მონიტორინგისთვის შერჩეული სტრატეგიები

დაეხმარეთ მოსწავლეებს, განივითარონ და გამოიყენონ ახალი ცოდნა და უნარ-ჩვევები

გადახედეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს

შეიცავს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გასავითარებელ ინსტრუქციებს და მოდელირებას

სასწავლო პროექტის დასრულებისას:

აღწერეთ, როგორ წარმოაჩენენ მოსწავლეები ცოდნას (პროდუქტები, პრეზენტაციები, დემონსტრირება)

აღწერეთ, როგორ ხორციელდება სწავლის პროცესის/შედეგის შეფასება

დაეხმარეთ მოსწავლეებს, გააანალიზონ სწავლის პროცესი და დასახონ ახალი მიზნები

სასწავლო პროექტზე მუშაობის მთელ პერიოდზე:

აღწერეთ, როდის და როგორ გამოიყენება ფორმალური და არაფორმალური შეფასებები

დააკონკრეტეთ სხვადასხვა ტიპის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინების სტრატეგიები

ახსენით, რა სტრატეგიებს იყენებთ მოსწავლეთა დამოუკიდებლად სწავლის უნარის განვითარებისთვის

ყველა მიზნის შესაბამისი ინსტრუქციების არსებობა

გათვალეთ რეალისტური და ადეკვატური დრო

შეიმუშავეთ ბუნებრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა


No comments:

Post a Comment